გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ხუთი სრულწლოვანი ბრალდებულის საქმეზე პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
არ არის გამორიცხული, დღეს ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი გამოკითხოს. სწორედ ამირხანაშვილთან აქვთ მთავარი კითხვები ადვოკატებს.
"სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება 10-მდე მოწმე. ჩვენ პრინციპში რამდენიმე კითხვა გვაქვს მხოლოდ ამირხანაშვილთან. სხვა მოწმეებთან კითხვები არ გვაქვს, ვინაიდან არცერთი მოწმე შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, შესაძლოა ამირხანაშვილი დაიკითხოს," - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.