გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 ბრალდებული პირის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება.
დღეს პროცესზე სამძებრო სამაშველო ღონისძიებებში მონაწილე ის მაშველები დაიკითხებიან, რომლებმაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს.
ასევე სამართალდამცავები და "მერსედესის" მარკის მგზავრები, რომლებიც 18-19 ივნისსხიდთან, შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ.