ბეთჰოვენის 250 წლის საიუბილეო თარიღისთვის მიძღვნილი საშობაო კონცერტის ჩაწერა უკვე დაიწყო. ეროვნული სასახლის ცნობილ სარკეებიან დარბაზში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილთან ერთად, ბეთჰოვენის სიმფონიას ასრულებს.
პანდემიის გამო ეროვნული სასახლე და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მსმენელს ონლაინრეჟიმში საახალწლო კონცერტს შესთავაზებს. საკონცერტო სერიებისთვის ახალგაზრდა მუსიკოსები დიდხანს ემზადებოდნენ, წინა საახალწლო კონცერტი კი ბეთჰოვენის 250 წლის იუბილეს მიეძღვნება.
პანდემიის გამო თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს საზღვარგარეთ თოთხმეტი მნიშვნელოვანი კონცერტი გაუუქმდა. ამის მიუხედავად, მუსიკოსებმა საინტერესო საახალწლო კონცერტის ორგანიზება მაინც შეძლეს. მაყურებელს მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა ეროვნული სასახლის სოციალური ქსელის მეშვეობით ონლაინ შეეძლება.
ავტორი: ნინი კუპრაძე.