დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საზეიმო ღონისძიების ნახვა პირდაპირ ეთერში იყო შესაძლებელი.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას მიმართა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
ინფორმაციისთვის, საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 იანვარს და 14 იანვარს გაიმართება, რომელთა ტრანსლირებაც, ასევე, პირდაპირ ეთერში მოხდება.