17 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
არჩევნებთან დაკავშირებულ შემოსულ ათეულობით ინციდენტზე უწყების რეაგირება იყო მყისიერი - ვახტან გომელაური

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლიური ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციის დროს ვახტანგ გომლეუარმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უწყებამ საპარლამენტო არჩევნების დროს განახორციელა.

"2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო არა მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლაში, არამედ საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიმართულებითაც. სამინისტრო საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში უზრუნველყოფდა მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულ მოქალაქეს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც პროაქტიულად მიეწოდებოდათ ინფორმაცია არჩევნების პერიოდში მომხდარი ინციდენტებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან, საიდანაც არჩევნებთან დაკავშირებულ შემოსულ ათეულობით ინციდენტზე ჩვენი რეაგირება იყო მყისიერი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

დღის ამბები