19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
სასამართლომ გიორგი რურუას ცემის ფაქტზე სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებული პირები პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ გიორგი რურუას ცემის ფაქტზე სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებული პირები პატიმრობაში დატოვა. დაკავებულები პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომლები, ლევან გელაშვილი და შალვა მარგველაშვილი არიან.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულების 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს ბრალი სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელად 3 წლამდე პატიმრობას, შიდა პატიმრობას ან ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს. 

დღის ამბები