19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
შეზღუდვების მოხსნამდე 5 დღე რჩება - ეპიდემიოლოგები და კლინიკის ხელმძღვანელები მთავრობას შეზღუდვების გახანგრძლივებისკენ მოუწოდებენ

დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქებამდე 5 დღით ადრე კლინიკის ხელმძღვანელები მთავრობას მიმართავენ.

ბოჭორიშვილის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ინფიცირების კლების დინამიკის შენარჩუნებისთვის რეგულაციების გახანგრძლივების საჭიროებაზე საუბრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლინიკის ხელმძღვანელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმებას ელოდება.

პანდემიის პირობებში სადღესასწაულო დღეების შეზღუდვებით გატარებას ურჩევენ მოქალაქეებს ინფექციონისტებიც.

სპეციალისტების განცხადებით, რეგულაციების მასიური შემსუბუქება ქვეყანაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.

დღის ამბები