06 სექტემბერი 2026,   14:46
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებულებს შორის ორსული ქალია

ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამოდენიმე კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ორსული ქალი. იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება და სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

საქმეზე გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები