05 სექტემბერი 2026,   14:36
ვრცლად
ქობულეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორსული ქალი

ტრაგედია აჭარაში - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ორსული. არიან დაშავებულებიც. ყველა მათგანი ადგილობრივია.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მანქანის მძღოლი, 30 წლის ახალგაზრდა ადგილზე, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე, დაიღუპა. ვერ მოხერხდა ორსული ქალის გადარჩენაც. საავადმყოფოში გადაყვანისთანავე ექიმებმა საკეისრო კვეთით სცადეს ნაყოფისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა უშედეგოდ.

რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები