19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
დღესდღეობით, "რემდესივირის" 4000-მდე ფლაკონი შემოსული, რომელიც 450-დან 460-მდე პაციენტისთვისაა განკუთვნილი - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტებს "რემდესივირით" მკურნალობა მხოლოდ ექიმების დადასტურების შემთხვევაში შეეძლებათ.

ეკატერინე ტიკარაძემ პრეპარატის გაცემის პროტოკოლის შესახებ ისაუბრა.

"დღესდღეობით არის 4000-მდე ფლაკონი შემოსული, რომელიც სავარაუდოდ არის 450-დან 460-მდე პაციენტისთვის განკუთვნილი დოზა. კლინიკური ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კლინიკებში მოხდება პრეპარატის გადანაწილება, შემდეგ აუცილებელი არის პირველ რიგში პაციენტის ინფორმირება და თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ მზად არის მიიღოს ეს პრეპარატი. გარდა ამისა, აუცილებელი არის მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტს სჭირდება "რემდესივირით" მკურნალობა,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები