19 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ახალი რეგულაციების გამო, ქუთაისში სავაჭრო ცენტრი "გრანდმოლი" 24 დეკემბერს სავარაუდოდ ვერ გაიხსნება

ქუთაისში სავაჭრო ცენტრი "გრანდმოლი" 24 დეკემბერს სავარაუდოდ ვერ გაიხსნება. მიზეზი მთავრობის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციებია.

როგორც ცენტრის მმართველი ნატო დანელია აცხადებს, რეგულაციების დაცვით მუშაობა შეუძლებელია, რადგან ზოგი მაღაზია 20 კვ მეტრზე ნაკლებია და ერთი ადამიანის მომსახურებასაც ვერ შეძლებენ.

მისივე თქმით, ნაკადის მოწესრიგებაც სირთულესთან და დამატებით ხარჯარებთან არის  დაკავშირებული, რისთვისაც ახალი თანამშრომლები დასჭირდებათ, ასევე პრობლემას წარმოადგენს გასახდელების გაუქმება. 

"გრანდმოლის" მმართველის თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ ცენტრები რამდენიმე დღით უკვე არსებული რეგულაციებით გაიხსნებოდა და თანამშრომლებს საახალწლოდ მუშაობის  შესაძლებლობა მოეცემოდათ.

დღის ამბები