საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 52% მზად არის, კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა, რომელიც შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს.
"დღესდღეობით, მოსახლეობის 52% მზად არის იმისათვის, რომ აიცრას. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, კვლევებში მონაწილეობის შემთხვევაში, ადამიანები ნაკლებად არიან გულწრფელები. აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ეს შეიძლება იყოს 35%-ის ფარგლებში, რაც არის მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი ნიშნული იმისთვის, თუ რამდენად აქტიური კამპანია არის საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობა აიცრას. მოსახლეობას შემიძლია გარანტია მივცე, რომ ეს იქნება ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში,"-განაცხადა მინისტრმა