შეიძლება ერთ წელში დავაკავოთ, შეიძლება ხვალ - ასე გამოეხმაურა შს მინისტრობის კანდიდატი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძებნილის, ბადრი ესებუას საქმეს. დამნაშავე, რომელმაც რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა და საქართველოს ბანკს თავს დაესხა, ორ თვეზე მეტია გაქცეულია.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პრაქტიკაში მრავლად არსებობენ პირები, რომლებიც წლებია იძებნებიან და ეს გასაკვირი არ არის.
ვახტანგ გომელაურმა მედიასთან სპეცოპერაციის ღამეც გაიხსენა. მისი თქმით, სამოქმედო გეგმა, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა დაშავებულიყო, პრემიერთანაც იყო შეთანხმებული.
"რა თქმა უნდა, პრემიერი საქმის კურსში ჩავაყენე, მითხრა, რომ ეცადე ყველანაირად, რომ არ დაიღვაროს სისხლი. წავედით იმ გზით, რითიც წავედით... არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა.
ძალიან ბევრი ძებნილია საქართველოში, რომელსაც საქართველო ოფიციალურად არ დაუტოვებია. რატომ ვერ დავაკევეთ 2 თვეში?! - ვმუშაობთ, შეიძლება 1 წელში დავაკავოთ, შეიძლება ხვალვე, შეიძლება ვერ დავაკავოთ. 20 წელი გადის და ხალხს ვერ აკავებენ ხოლმე," - განაცხადა გომელაურმა.