სამგორის რაიონში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი უკვე დასრულებულია. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სპეციალური ტექნიკა თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ დილიდან მუშაობდა. აღებულია 7 ნაგებობა, რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ აშენდა. აქედან 5 მათგანი დასრულებული იყო. დანგრეული შენობების მეპატრონეები თბილისის მერიამ 18 დეკემბერს გააფრთხილა და უკანონო ნაგებობის აღებისთვის 4 დღე მისცა.
შეგახსენებთ, მსგავსი უკანონო შენობების დემონტაჟს, რამდენიმე დღის წინ, აფრიკის დასახლებაში ხმაური და საპროტესტო აქციები მოჰყვა.
თვალჭრელიძის ქუჩზე დემონტაჟის კადრები რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.