19 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
გორში გადაადგილების შეზღუდვის დროს 4 ცხენი და კვიცი მოიპარეს

გორში გადაადგილების შეზღუდვის დროს 4 ცხენი და კვიცი მოიპარეს. ცხენები პატრონს სახლის მიმდებარედ, მინდორზე ჰყავდა დაბმული. 

ცხენებს სპორტსმენი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სავარჯიშოდ და სარეაბილიტაციოდ იყენებდნენ.

ჰყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი ქურდობის ფაქტზე, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დღის ამბები