საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ს ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმის "განრისხებულების" ერთ-ერთი გმირია. ფილმში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იმის შესახებ საუბრობენ, თუ როგორ და როდის წააწყდნენ რასიზმსა და დისკრიმინაციას.
სპორტსმენები იდეებსაც აჟღერებენ, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი 2017 წელს ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება, როდესაც არნემის ვიტესში ასპარეზობისას გურამ კაშიამ საჯაროდ დაუჭირა მხარი თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია.