19 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
თუ მოუშვით შეზღუდვები, შეიძლება მაჩვენებელი იანვრის ბოლოსთვის 5 000-ზე ავიდეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით შემცირდა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველი არ არის.

გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ შეზღუდვები იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, ინფიცირების მაჩვენებელი ბევრად დაბალი იქნება. 

"ქვეყანაში, ოდნავ სიტუაცია მშვიდდება, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. იმიტომ რომ, სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთს, თუ არ დავიცავთ ჩვენს რეგულაციებს, შეიძლება გამწვავდეს. თუ ჩვენ დაახლოებით ამ ტიპის შეზღუდვებს გავაგრძელებთ იანვრის ბოლომდე, რაც დღეს მოქმედებს ქვეყანაში, იანვრის ბოლოსთვის გვექნება 1571 ყოველდღიური შემთხვევა. თუ მოუშვით შეზღუდვები, რაც დღეს არის, მაშინ შეიძლება მაჩვენებელი იანვრის ბოლოსთვის ავიდეს 5 000-ზე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები