07 სექტემბერი 2026,   05:43
ვრცლად
"ჯანდაცვის სამინისტრომ სწორად შეაფასა მოსალოდნელი საფრთხე" - ჯანდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის ანგარიში რუხის კლინიკაში წარადგინა. 

მისი განცხადებით, უწყება ანაზღაურების სახით ექიმების წახალისებას გეგმავს. როგორც მინისტრი ამბობს, გაიზრდება ბენეფიციარებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

"უზრმაზარი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, ვიყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, განსაკუთრებით დღეს, პანდემიის ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა სხვა განვითარებული ქვეყნების მხარდამხარ ებრძვის კოვიდ 19-ს. ამ ომში შეუფასებელია ჩვენი ექიმების და ექთნების, სანიტრების და მოხალისეების წვლილი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს თავდაუზოგავი შრომისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრომ სწორად შეაფასა მოსალოდნელი საფრთხე და დავიწყეთ შესაბამისი მზადება. ინვარშივე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, შეჩერდა პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩინეთთან. ჯანდაცვის სამინისტროში მყისიერად ჩამოყალიბდა საკოორდინაციო შტაბი, სადაც დღემდე წარმოდგენილია ყველა პასუხისმგებელი უწყება. სწორედ ამ კოორდინირებულმა მუშაობამ მოგვცა იმის საშუალება, რომ პირველ ტალღას შესაფერისად გავუმკლავდით და მოვემზადეთ მეორე ტალღისთვის,"-განაცხადა მინისტრმა. 

 

 

დღის ამბები