19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
5000 ნიშნულიდან დღეში საშუალოდ 1500-მდე ჩამოსული ინფიცირების მაჩვენებელი - სპეციალისტების თქმით, შედეგები კვლავ საზოგადოების ქცევაზეა დამოკიდებული

5000 ნიშნულიდან დღეში საშუალოდ 1500-მდე ჩამოსული ინფიცირების მაჩვენებელი.
საკოორდინაციო საბჭო 3 იანვრიდან სრულ ლოკდაუნს არ განიხილავს, თუმცა საახალწლო ხალხმრავლობას და შემსუბუქებულ რეგულაციებს დიდი ალბათობით ინფიცირებულთა ზრდა მოჰყვება, ამაზე უკვე ღიად საუბრობენ სპეციალისტები.

საქართველო, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობის ინფიცირების მხრივ ასი ათას მოსახლეზე ევროპაში პირველ ადგილზე იყო, ახლა უკვე მე-9 ადგილზეა, თუმცა ეს პოზიცია მყიფეა.

თუ რეგულაციების მკაცრი დაცვა არ მოხდა, კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ტალღა გარდაუვალი იქნება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეს პირველად, დღიური მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო, თუმცა შესაძლოა ეს შაბათ-კვირის ნაკლები ტესტირებითაც არის განპირობებული. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს ინფიცირებულთა რაოდენობის მოსალოდნელ ზრდას უანონსებს. შედეგები საზოგადოების ქცევაზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობას უფრო მკაცრი ზომების გატარება მოუწევს. ამირან გამყრელიძე არსებული შეზღუდვების იანვრის ბოლომდე გაგრძელებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ გზით კორონავირუსის მაჩვენებლების მატება შეჩერდება.

 

დღის ამბები