07 სექტემბერი 2026,   06:01
ვრცლად
შაქარაშვილის საქმე - ვახტანგ ჩიქოვანის მხრიდან პრეტენზიის არქონის შემთხვევაში 3 დაკავებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირთან - ეს დამოკიდებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანზე, რომელმაც დღეს შესაბამის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.

ხელმოწერით ჩიქოვანი დაადასტურებს, რომ მას საბა ჩხარტიშვილთან, საბა გოგშელიძესთან და ირაკლი წაქაძესთან პრეტენზია არ აქვს. ამ აღიარების სანაცვლოდ კი, ჩხუბში მონაწილეობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულ ახალგაზრდებს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეეძლებათ.

მორიგი სასამართლო პროცესი კი მცხეთაში გუშინ დღის ბოლოს დასრულდა. გამოიკითხნენ გარდაცვლილის დედა, ბიძა და მეგობარი. გიორგი შაქარაშვილის ბიძასთან, მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ ადვოკატებს. მათი მტკიცებით, გამოძიებას საქმის მასალები უკანონოდ მიეწოდებოდა.

დღის ამბები