19 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება - "კურიერმა" ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება მოიპოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირთან სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. ცოტა ხნის წინ, "კურიერმა" მოიპოვა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და ასევე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება, სადაც ის თანხმობას აცხადებს, რომ საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.

"მე, ვახტანგ ჩიქოვანი, ვადასტურებ რომ საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია და არც არასოდეს მქონია. ვინაიდან ჩემთვის უცნობია ვინ მომაყენა სხეულის დაზიანება. 

შესაბამისად, მე ვახტან ჩიქოვანი ვარ თანახმა ბრალდებულებს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგეშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათით," - წერს ვახტანგ ჩიქოვანი. 

ამ აღიარების სანაცვლოდ, ჩხუბში მონაწილეობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულ სამივე პირს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეეძლებათ.

"მე ეხლა ხელთ მაქვს ვახტანგ ჩიქოვანის მიერ დაწერილი თანხმობა - საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძის და ირაკლი წაქაძის მიმართ, რომელიც თანხმობას აცხადებს რომ ამ სამ ბრალდებულს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ჩიქოვანი მათ შორის თანახმაა, მათზე განხორციელდეს ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ეს წერილი გადავეცი ოჯახს და ასევე მას წარვადგენ პროკურატურაში. ვახტანგ ჩიქოვანი პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ამ სამი პირის მიმართ მას პრეტენზია არ გააჩნდა, თუმცა იყო ტექნიკური საკითხები, რის გამოც ამის გაკეთება ჩვენ დღემდე ვერ მოვასწარით,"- აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი ლელა გოგოლაძე. 

დღის ამბები