17 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თითქოს ამნისტია შეიძლება ინდივიდუალურ პირებზე გავრცელდეს - ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და სპეკულირებენ.

როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, კანონპროექტი შეეხება გარკვეულ მუხლებს და არა კონკრეტულ ინდივიდებს.

"ცარიელი სკამები ვისაც ეკუთვნით, ის ადამიანები ცდილობენ საზოგადეობის შეცდომაში შეყვანას და სპეკულირებას, რომ თითქოს ამნისტია შეიძლება ინდივიდუალურ პირებზე გავრცელდეს. ამნისტიის მთელი დატვირთვა და არსი მდგომარეობს იმაში, რომ ამნისტიას პარლამენტი გამოსცემს და აცხადებს ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ. აქ ვერ მოხვდება და არ ხდება ინდივიდუალური შეფასება, რისკჯგუფების გათვალისწინება. აქ სწორება ხდება მუხლებზე," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს კიდევ 15-20 მუხლი დაემატება. პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტი 44 მუხლს შეეხება, თუმცა გარკვეული მუხლების გაფართოებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, მათ შორის, ნარკოდანაშაულებთან, საგადასახადო და ეკონომიკური ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით.

 

დღის ამბები