ხანძარი იყო გორში, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, ხანძრის ლოკალიზება გვიან ღამით მოხერხდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
მოვაჭრეებისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი, რადგან ბაზრობა რეგულაციების გამო დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა. ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო მანქანა და 40 მეხანძრე-მაშველი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.