ათვლა დაიწყო - ახალ წლამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს პირველი საღამოა ერთთვიანი შეზღუდვის პერიოდში, როდესაც ღამით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალული არ არის.
"კურიერი" გთავაზობთ, დრონის მეშვეობით გადაღებულ კადრებს ღამის დედაქალაქიდან, სადაც ავტომანქანები და ხალხმრავლობა იშვიათი გამონაკლისი გახდა. ეს გამონაკლისი დაშვებულია დღეს - ახალი წლის ღამეს, როდესაც მთელი მსოფლიო ემშვიდობება საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რთულ წელიწადს, 2020-ს. ასეთივე გამონაკლისი დაშვებული იქნება ერთ კვირაშიც, უკვე 2021-ში, როდესაც საქართველო შობის დღესასწაულს იზეიმებს.