06 მაისი 2024,   21:51
ვრცლად
ლარი კინგი ჰოსპიტალიზებულია - ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდგინდა

ვეტერანი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტელეწამყვანი ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში მკურნალობს.

87 წლის ლარი კინგის ოფიციალურ წარმომადგენლებს ცნობილი წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. ბოლო წლებში ის რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანია Russia Today-ში მუშაობდა. მანამდე კი საკუთარი თოქ-შოუ CNN-ზე მიჰყავდა.

დღის ამბები