06 მაისი 2024,   17:36
ვრცლად
შეტაკება იერუსალიმში - აქციის დაშლის დროს 5 პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 11 მომიტინგე

იერუსალიმში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა. დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას ხუთი პოლიციელი დაშავდა. დაკავებულია 11 მომიტინგე.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ისრაელის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის მთავრობას კორუფციაში სდებენ ბრალს. მათივე მტკიცებით, ხელისუფლებამ ვერ გაატარა სათანადო ზომები მოქალაქეების პანდემიისგან დასაცავად.

ისრაელში მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ეს რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნები იქნება, რომელიც ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიმართება.

დღის ამბები