06 მაისი 2024,   22:29
ვრცლად
ნიგერში რადიკალმა ისლამისტებმა ორ დასახლებულ პუნქტში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

ნიგერში რადიკალმა ისლამისტებმა ორ დასახლებულ პუნქტში 100-ზე მეტი ადამიანი დახოცეს.

თავდასხმის შედეგად, კიდევ 25 ადამიანი მძიმედ არის დაშავებული. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაქტი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასეს.

შემთხვევა მალის საზღვართან მოხდა. ნიგერის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ ისლამისტები ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან შევიდნენ.

დღის ამბები