ხანძარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში. ცეცხლი ბალახის საფარს 30 ჰექტარზე უკიდია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია.
იმერეთის გუბერნატოროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენი ჯგუფია მობილიზებული და სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.