19 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში წინასაშობაოდ კორონავირუსზე ეკლესიის მსახურთა ნაწილი უკვე გაიტესტა

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში საშობაო ლიტურგია წმ.შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში 12 საათზე დაიწყება.

როგორც ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ქურდაძე აცხადებს, გათვალისწინებული და დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია. მრევლს შორის შენარჩუნებული იქნება დისტანცია და სავალდებულო იქნება ლიტურგიაზე პირბადით მოსვლა. რაც შეეხება ტრადიციულ საშობაო ალილოს, ხვალ საზეიმო მსვლელობა ახალციხეში არ გაიმართება. ეპარქიაში წინასაშობაოდ ​ტესტირება დაწყებულია, ნაწილი უკვე გაიტესტა, ნაწილის ტესტირება კი მიმდინარეობს.

ტესტირება უტარდებათ სასულიერო პირებს, სტიქაროსნებს, მესანთლეებსა და მგალობლებს.

დღის ამბები