03 სექტემბერი 2026,   21:31
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - გიორგი გელიაშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ლალი მოროშკინას, 2 000 ლარით დაჯარიმდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს დუშეთში განიხილეს გიორგი გელიაშვილის საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ლალი მოროშკინას. გელაშვილი 2 000 ლარით დაჯარიმდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში კი გადაიდო მიხეილ ზაქარეიშვილის პროცესი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, შალვა პაპუაშვილსა და ნანა შამათავას.

"ბატონ მიხეილ ზაქარეიშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნება. დღევანდელი სხდომა გადაიდო მხარის შუამდგომლობით. აღნიშნული სხდომა გაგრძელდება 9 სექტემბერს.

დაახლოებით 350 საქმე არის საქართველოს მასშტაბით სასამართლოებში გადმოგზავნილი. პროცესები აქტიურად ყოველდღიურად ინიშნება სხვადასხვა რაიონულ სასამართლოებში, აგრეთვე საქალაქო სასამართლოებში.

რა თქმა უნდა, სახდელი შეესაბამება ქმედებას, უშუალოდ პიროვნებას, პიროვნების ქცევას და მისი მხრიდან გამოხატულ ნებას და აგრეთვე გააზრებას. სწორედ ამაზე გვქონდა აქცენტი და საუბარი, როდესაც სავარაუდო უკვე დადასტურებულად დამრღვევი აფიქსირებს პოზიციას, რომ სხვა დროს მსგავს ქმედებას არ განახორციელებს, სასამართლო თავის მხრივ ამას ითვალისწინებს სახდელის განსაზღვრის მომენტისთვის. შეიძლება ითქვას ის, რომ დასაწყისთან შედარებით, შედარებით შემცირებულია, დღევანდელი მონაცემებით, აღნიშნული სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტები", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი სალომე ქირია.

დღის ამბები