23 დეკემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ცნობილია ძმის მიერ მოკლული ბიჭის ვინაობა - ის ფეხბურთელი მიშო ახლოურია

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თბილისში საკუთარმა ძმამ მოკლა, მიშო ახლოურია. ცნობილია, რომ ის ფეხბურთელი იყო. ახლობლებს უჭირთ თქმა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი. 

სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა.ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა.

დაპირისპირება ძმებს შორის გვიან ღამით დაიწყო. დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მალევე გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 
დღის ამბები