19 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 16 იანვრიდან - საქართველოში ვირუსის გავრცელების სტატისტიკის მატებას ელოდებიან

ბათუმში კორონავირუსს 21 წლის გოგოს სიცოცხლე შეეწირა. ინფექციას ახალგაზრდა 3 კვირის განმავლობაში ებრძოდა. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ინფიცირებული გოგო 12 დეკემბერს შეიყვანეს.

კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობა თავიდანვე მძიმე იყო, ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, ფილტვების 18-20 %  უკვე დაზიანებული იყო.

კორონავირუსის შემცირებული სტატისტიკა, შესაძლოა, 10 იანვრის შემდეგ ისევ გაიზარდოს. ვარაუდი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სააკორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამოთქვა. მონაცემების მატება თამარ გაბუნიამ საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქებას დაუკავშირა.

უკვე, ოფიციალური მონაცემებით, ინფექციის გამოვლენის მაჩვენებელი ქვეყანაში 11 % - ით არის მომატებული. თუ ლაბორატორიიდან მოსული პასუხები სტატისტიკას კიდევ უფრო გაზრდის, არ არის გამორიცხული, შეზღუდვები 16 იანვრიდან აღარ მოიხსნას.

დღის ამბები