30 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
კაპიტოლიუმში რამდენიმე პოლიციელი დაშავდა - მანიფესტანტები ფანჯრების შუშებს ამტვრევენ

კაპიტოლიუმში ძალადობისა და დაპირისპირებისას რამდენიმე სამართალდამცველმა სხეულის დაზიანება მიიღო, ინფორმაციას CNN ავრცელებს. რამდენიმე მათგანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 

ამასთან, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ამტვრევენ კაპიტოლიუმში შეჭრილი მანიფესტანტები ფანჯრის შუშებს და ფანჯრებიდან გადადიან ოთახებში. 

აშშ-ის კონგრესში, სადაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. 

დღის ამბები