30 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
კაპიტოლიუმში დაჭრილი ქალი გარდაიცვალა - როგორ განვითარდა მოვლენები შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ

არეულობის შემდეგ კონგრესის სხდომა უკვე განახლდა ვაშინგტონში. სხდომა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დამტკიცებულიყო, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო შეწყდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, გარდაიცვალა შენობაში სროლის დროს დაჭრილი პირი.

მომიტინგეები სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმიდან უკვე გაიყვანეს, მანამდე განხორციელდა კონგრესმენების ევაკუაცია.

განვითარებული მოვლენების ფონზე დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს დაშლისკენ რამდენჯერმე მოუწოდა. ამ დროისთვის შტატში კომენდანტის საათი მოქმედებს.

არეულობა დაგმეს მსოფლიო ლიდერებმა და შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტებმა.

საარჩევნო კოლეგიის ხმებით, შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპი კი კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.

ძალადობის შესაძლო წამახალისებელი განცხადებების გავრცელების გამო შტატების მოქმედი პრეზიდენტის ანგარიშები "ტვიტერმა" და "ფეისბუქმა" რამდენიმე საათით დაბლოკეს.

დღის ამბები