30 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები და მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები. განცხადებებს ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერები ავრცელებენ.

ისინი დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას გმობენ და ამერიკის დემოკრატიის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

არეულობის გამო შეშფოთება გამოთქვეს NATO-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. განცხადებები გაავრცელეს შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტებმაც.

დღის ამბები