სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფერმა დაიწვა. საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში შემთხვევა დილით მოხდა.
"კურიერის" ინფორმაციით, დამწვარია საქონლის სადგომი შენობა და 20-მდე მსხვილფეხა პირუტყვი.
ადგილობრივების ინფორმაციით, აალება სავარაუდოდ ფერმის სხვენში თივას გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.