03 სექტემბერი 2026,   13:10
ვრცლად
სამეგრელოში ხანძრებს ამ დრომდე ებრძვიან - ცეცხლის კერები სქურისა და ფახულანის ტყეებში რჩება

სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე მეექვსე დღეა, ხანძრებს ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის აქტიური კერები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების - სქურისა და ფახულანის ტყეებში რჩება.

ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ტერიტორიის მიუვალობიდან გამომდინარე, კერების ჩაქრობას ცოცხალი ძალა სპეციალური ტექნიკის გარეშე ცდილობს. ამ ეტაპზე, დასახლებულ პუნქტებსა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები