03 სექტემბერი 2026,   14:09
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე: ღარიბაშვილს ოპოზიციიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის, ალაპარაკდი და მხარს დაგიჭერთო. იმედია ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს ოპოზიციის პაიკად

"ქართულ პოლიტიკაში ლამის ყველაფერი მოხდა, პოლიტიკოსების საოცარი, ერთი შეხედვით აუხსნელი გარდასახვა-გარდმოსახვის ჩათვლით. თუმცა, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო, რადიკალური ოპოზიციის ასე ძალუმად ჩაჭიდება ირაკლი ღარიბაშვილზე, ისე როგორც დასახრჩობად განწირული ეკიდება ყოველ ხავსს", - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან ღია ტექსტით ეუბნებიან, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის  - ალაპარაკდი ირაკლი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის მორიგი ფსონი "ქართული ოცნებიდან" გაცხრილულ მორიგ ფიგურაზე, არის მათი დეგრადაციის ძალიან კარგი მარკერი.

"ქართულ პოლიტიკაში ლამის ყველაფერი მოხდა, პოლიტიკოსების საოცარი, ერთი შეხედვით აუხსნელი გარდასახვა-გარდმოსახვის ჩათვლით. თუმცა, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო, რადიკალური ოპოზიციის ასე ძალუმად ჩაჭიდება ირაკლი ღარიბაშვილზე, ისე როგორც დასახრჩობად განწირული ეკიდება ყოველ ხავსს.

ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, მიიხედ-მოიხედე, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის  - ალაპარაკდი ირაკლი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო. იმედია ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს იმ ოპოზიციის პაიკად, რომელსაც ამდენი წელი დაუნდობლად და იმედია გულწრფელად ებრძოდა.
ხოლო, ირონია რომ გვერდზე გადავდოთ, ოპოზიციის მორიგი ფსონი "ქართული ოცნებიდან" გაცხრილულ მორიგ ფიგურაზე, არის მათი დეგრადაციის ძალიან კარგი მარკერი", - წერს ანჯაფარიძე.

დღის ამბები