რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა სერგეი შამბამ ცეცხლის ჩაქრობის პროცესში თბილისის დახმარებაზე უარი განაცხადა.
"სოხუმს არ სჭირდება დახმარების მიღება თბილისიდან, რათა მოხდეს ტყეში არსებული ხანძრის ლოკალიზება,"- აცხადებს სერგეი შამბა.
მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზებას დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა საკუთარი ძალებით აპირებს.
ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ სოხუმს ცეცხლის ჩაქრობის პროცესში დახმარება შესთავაზა და გამოთქვა მზადყოფნა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მათ ვერტმფრენებითაც დაეხმაროს.