მარტვილში ცეცხლის კერების ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. დობარარზენის ტყეში 50 მეხანძრე-მაშველთან ერთად ადგილობრივებიც მუშაობენ.
მათ ცეცხლის ნაწილობრივ ლოკალიზება უკვე მოახერხეს. რაც შეეხება სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებს, აქტიური კერები კვლავ რჩება წალენჯიხაში. არცერთ შემთხვევაში დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.