19 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ახმეტაში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

ახმეტაში მამაკაცი დაჭრეს. მას ცეცხლნასროლი დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი თავდაპირველად ახმეტის საავადმყოფოში მოათავსეს.

"კურიერის" ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, რის გამოც კატასტროფის ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

რა გახდა მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო დაჭრეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დღის ამბები