25 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
რა ვერსიებია ხარაგაულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით - დაკავებულის მშობლები შურისძიებას გამორიცხავენ

ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზეზად შურისძიება სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილმა ბრალდებულს შენიშვნა მისცა, რასაც უკმაყოფილება მოყვა.

არსებული ინფორმაციით, ბოლოს გარდაცვლილი სტუმრად იმყოფებოდა მეზობელთან, სახლიდან გამოსულს კი ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფიდან ესროლა. ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის ძმის შვილი, თუმცა ის მომხდარზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს.

მომხდარის მიზეზებსა დეტალებზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებსაც, დაკავებულის მშობლები კი შურისძიებას და კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ისინი ოჯახებით ახლობლობდნენ და კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ.

"თუ რამე ჰქონდა გულში, ერთ, ან მეორე მხარეს და არ ამბობდნენ, ეგ სხვა საკითხია. რასაც მუშაობდნენ, იმ თანხას იყოფდნენ ძმურად, იმ კაცს თავისი მიჰქონდა, ამას თავისი,"-ამბობს ბრალდებული დედა ია კოჩაძე

"ამ კაცს მიუცია შენიშვნა, ეს ისეთი ბიჭია, მაგ ოჯახში ხშირად შევდიოდი, არ სვამდა, არცერთი ოჯახი კონფლიქტური არ ყოფილა,"-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

დღის ამბები