19 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ჩინეთში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა იზრდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა იზრდება. ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 55 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 563 ადამიანი გარდაიცვალა. სწრაფად იზრდება ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობაც, გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში ჰოსპიტალიზაცია 4 ათას 66 პაციენტს დასჭირდა.

20 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. გარდაიცვალა 361 ადამიანი.

ბოლო ხუთ თვეში, ყველაზე მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩინეთში, ქვეყანაში 100-ზე მეტი ახალი პაციენტი ბოლოს 30 ივლისს იყო.

ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც კოვიდ-19 წარმოშობის კვლევა აქვს დავალებული, ჩინეთში 14 იანვარს ჩავა, აქამდე ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ ჩინეთმა ვიზიტის პროცესი ხელოვნურად გააჭიანურა.

დღის ამბები