კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე ძალაში რჩება.
დიდი სავაჭრო ცენტრები არ გაიხსნება, არ ამუშავდება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
16 იანვარს დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქება აღარ იგეგმება. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების რისკებია.
ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში ფარული შემთხვევები და ასეთ დროს მობილობის გაზრდა ლაბორატორიულად გამოვლენილ ფაქტებს გააორმაგებს.