საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო ვაქცინაციისთვის ემზადება. სპეციალური მუხლის განხილვას დღეიდან, დაჩქარებული წესით იწყებს ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონს უნდა დაემატოს.
ცვლილების მიხედვითაც, სახელმწიფო ვაქცინის დამამზადებელი კომპანიების მოთხოვნას ეთანხმება და იღებს კონკრეტულ ვალდებულებებს. კანონპროექტის ინიციატორები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი კანონის არსებობის შემთხვევაში ვაქცინა საქართველოში დაგეგმილზე ადრე, უკვე თებერვალში ჩამოიტანონ.