20 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში ეპიდვითარება მძიმდება - კორონავირუსი სომხეთის პრზიდენტს დაუდგინდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვალავ მზარდია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში.

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულია სომხეთის პრეზიდენტიც, რომელიც, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქვეყნის პრეზიდენტი 5 იანვარს ლონდონში დაინფიცირდა და მას კორონავირუსის ახალი შტამი გამოუვლინდა.

ინფექციის 23 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსეთში. ქვეყანა შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები პირველ მარტამდე გახანგრძლივდა ბელგიაში. მონაცემების მატების გამო 9 თებერვლამდე ახანგრძლივებს შეზღუდვებს ნიდერლანდებიც.

შესაძლოა, მომდევნო 8 ან 10 კვირით გახანგრძლივოს მკაცრი საკარანტინო რეგულაციები ანგელა მერკელმა გერმანიაში.

კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა გასულ დღე-ღამეში შეერთებულ შტატებში.

ჩინეთში კი, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საბერძნეთის პრემიერი ევროკავშირს ე.წ ვაქცინაციის სერტიფიკატების შემოღებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები