26 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურაში გიორგი მანჯგალაძე მეორედ გამოიკითხა

დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და დემარკაციის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი დაახლოებით 11 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მანჯგალაძემ არ დააკონკრეტა, რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას.

მანჯგალაძე პროკურატურაში უკვე მეორედ გამოიკითხა. ის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის თანამდებობასთან ერთად დემარკაციის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელიც იყო.

"ყველაზე კითხვაზე გავეცი პასუხი, რაც ეხებოდა გამოძიებას, დანარჩენი კომენტარის გარეშე," - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები