22 დეკემბერი 2024,   08:00
ვრცლად
კორონავირუსის ახალი სინდრომი ბავშვებში - რა ხდება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში COVID-19-ის გადატანის შემდეგ

მედიკოსების თქმით, ბავშვებში პოსტკოვიდური პერიოდი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. კორონავირუსის გართულებული ფორმა მხოლოდ 19 წლამდე პაციენტებშია და ინფექციას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ეწოდა. ის არასრულწლოვნებში ვირუსის გადატანის შემდეგ ვითარდება და 4-6 კვირის შემდეგ ვლინდება, აზიანებს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს, მაგალითად გულის პარკუჭებს, ფილტვებს, თირკმელებს, იწვევს ორგანიზმში წნევის ვარდნას და ყველაზე ცუდ ვარიანტში შოკურ მდგომარეობამდე მისვლა გარდაუვალია.

მყისიერი აღმოჩენა და მკურნალობა ერთადერთი მთავარი პრევენცია და გზაა სინდრომის დასამარცხებლად, თუმცა მედიკამენტი - იმუნოგლობულინი, რომელიც მულტისისტემურ ანთებით პროცესს საბოლოოდ ამარცხებს, საქართველოში დეფიციტშია. ბიძინა კულუმბეგოვი სახელმწიფოს პრეპარატის დროულად შესყივდისკენ მოუწოდებს. 

საქართველოში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის უკვე ათეულობით შემთხვევაა გამოვლენილი. მხოლოდ 42 ბავშვი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს, ისინი სხვადასხვა განყოფილებებში მრავალპროფილური მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არიან. საავადმყოფოს პედიატრი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მომართვიანობა ანთებითი სინდრომით საკმაოდ მომრავლდა, თუმცა ლეტალური შემთხვევები არ გამოვლენილა.

დღის ამბები