19 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
საპროკურორო საბჭომ ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩია

საპროკურორო საბჭომ ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩია.

საბჭოს წევრებმა საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით, ერთხმად აირჩიეს. მას მხარდაჭერა სხდომაზე მყოფმა 13-ვე წევრმა გამოუცხადა.

საბჭოს სხდომაზე საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა დასახელდა. 

საპროკურორო საბჭო ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება, რომელიც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს ორი წლის ვადით ირჩევს. დღევანდელ სხდომას 13 წევრი ესწრებოდა.

საპროკურორო საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს ნანა ხუნჯუას​ უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება.

დღის ამბები