NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში NATO-ს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მას მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედალი "ღირსეული პარტნიორი" გადასცა.
ვიცე–პოლკოვნიკი მაიკლ ლუნდი JTEC-ის NATO-ს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მოვალეობას 2016 წლიდან ასრულებდა.